02 აგვისტო 2022 "კოალიციის თანასწორობისთვის" თავმჯდომარე ორგანიზაცია მომავალ წელს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იქნება

დღეს, 2 აგვისტოს, „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები შეიკრიბნენ, რათა, სხვა საკითხების განხილვასთან ერთად, აერჩიათ კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაცია მომავალი, 2023 წლისთვის.

კოალიციის თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს შორის, ამჯერად შეირჩა ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR).
 
წესდების მიხედვით, კოალიციის თავმჯდომარეს წელიწადში ერთხელ, მისი წევრი ორგანიზაციები ირჩევენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეიქმნა 2012 წელს. აქედან მოყოლებული, მისი საქმიანობა უკავშირდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფის - მათ შორის ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ხანდაზმულების და სხვათა მხარდაჭერას, გენდერული თანასწორობის გაძლიერებასა და ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე წელია, რაც "კოალიცია თანასწორობისთვის" თავმჯდომარე ორგანიზაცია "საფარია".

"კოალიცია თანასწორობისთვის" კვლავაც განაგრძობს საქართველოს მოქალაქეთათვის არადისკრიმინაციული გარემოს შექმნისთვის მუშაობას. კოალიცია წარმატებებს უსურვებს თავის ახალ თავმჯდომარეს, ამ საპასუხისმგებლო საქმეში.

პუბლიკაციები

საქმეები